ქუთაისის ინფექციურში მოთავსებულ 2 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავაფმყოფოში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დანარჩენი ორის პასუხებს კი ამ დრომდე ელოდებიან.
კლინიკის ინფორმაციით, ოთხივე პაციენტი სამოგზაუროდ იყო წასული და რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, ინფექციურში კი გუშინ გადაიყვანეს.