გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2026 წელს დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს სოფლებში პირადად დაესწრო და უშუალოდ ადგილობრივებისგან მოისმინა მათი საჭიროებები. მიმდინარე წელს, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება.

გარე განათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა – რეაბილიტაცია, შემოღობვის სამუშაოები, სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2026 წელს განხორციელდება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები