ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის თვის დადგომას ულოცავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის თვის დადგომას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებსა და მეგობრებს გულითადად ვულოცავ წმინდა რამადანის თვის დაწყებას.

ეს განსაკუთრებული დროა სულიერი განახლების, ურთიერთპატივისცემისა და ადამიანური ღირებულებების განმტკიცებისთვის. ვუსურვებ თითოეულ ოჯახს მშვიდობას, სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, – წერს გიორგი სვანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები