თამარ ტალიაშვილმა საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციისთვის საერთაშორისო პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცეპრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი, ევროსაბჭოს კონგრესის (Congress of the CoE), ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR), ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმისა (PLATFORMA) და ათეა-ს (NALAG) სახელით, გაერო-ს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში power2her ჩაერთო.
თამარ ტალიაშვილის მიმართვა ქალთა უფლებების დაცვის თანასწორობის მიღწევისა და მსოფლიო გლობალური გამოწვევების ფონზე ქალთა განსაკუთრებულ როლს შეეხებოდა. მან, საქართველოს ოკუპაციის საკითხის ხაზგასასმელად, საერთაშორისო მედია პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა და ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელსაც ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) საკუთარ სოციალურ ქსელში „ტვიტერი“ აქვეყნებს.
თამარ ტალიაშვილი, ასევე, ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი და არჩეული ვიცეპრეზიდენტია.
“As we celebrate #IWD2020 , there is still a long way until genuine equality is reached. Women today are more powerful than ever before and will play a huge role resolving critical challenges”
Tamar Taliashvili, Tbilisi Assembly & CEMR Equality Committee | @nalagge | #Power2Her pic.twitter.com/eTFcBfyJa5
— 🇪🇺 CCRE CEMR (@CCRECEMR) March 8, 2020