ზესტაფონის მერმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული  ქალბატონები დააჯილდოვა

ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე მუნიციპალიტეტის წარმატებულ ქალბატონებს შეხვდა. მერმა  მათ დედის და ქალთა დღესასწაულები მიულოცა და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით დააჯილდოვა.

“ეს ქალბატონები თავიანთი პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა  და საქმისადმი სიყვარულით  საკუთარი ქალაქსა და ქვეყანას ემსახურებიან. ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა მათ მიმართ და შევახსენეთ, რომ გვახსოვს ისინი და ვხედავთ მათ შრომას”, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 19 ქალბატონი დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები