ამირან გამყრელიძე: დაავადების გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია, ამიტომ ვეცადოთ, ანგარიშსწორებები მაქსიმალურად ელექტრონულად იყოს

“დაავადების გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახლავთ ფულის ბანკნოტები, ამიტომ ვეცადოთ, ამ პერიოდში ანგარიშსწორებები მაქსიმალურად ელექტრონულად იყოს. იქ, სადაც აუცილებელია ე.წ. ქეშით გადახდა, სასურველია, ფულთან კონტაქტის შემდეგ ხელები დავიმუშაოთ”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ბანკების ფილიალებში ექნებათ ხელის სადეზინფექციო სითხეები, რათა თანამშრომლებსა და კლიენტებს ფულთან კონტაქტის შემდეგ ხელების დამუშავების საშუალება ჰქონდეთ.

“გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახლავთ ფულის ბანკნოტები. ამიტომ მოსახლეობას მინდა, მოვუწოდო, რომ ამ პერიოდში ანგარიშსწორებები მაქსიმალურად ელექტრონულად იყოს. იქ, სადაც აუცილებელია ე.წ. ქეშით გადახდა, სასურველია, ფულთან კონტაქტის შემდეგ დავიმუშაოთ ხელები. განსაკუთრებით მინდა, მივმართო ბანკებს, აქვთ მათ შესაძლებლობა, რომ ბანკის ყველა ფილიალში იყოს ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარი, რომ ადამიანებს, ვინც შედის და გამოდის ბანკიდან და აქვთ შეხება ფულთან, ჰქონდეთ ხელების დამუშავების საშუალება. მინდა, ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიებს, რომ ხელი შეუწყოს, იქნებ, ფულის გაცემა იყოს ელექტრონულად ხოლო თუ მათ ეს არ უნდათ, შეუქმნან შესაძლებლობები, რომ ფულის აღების შემდეგ ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები