ჭიათურაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ხსნარებით დამუშავდა.
მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ჩაატარებს.
დეზინფექციის პროცესის დაწყებას ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე პირადად აკვირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები