ქობულეთში, შემოვლითი გზის გასწვრივ, სოფელ ჩაქვისა და საჩინოს მიმდებარედ ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდზეა გავრცელებული.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
მათივე განმარტებით, მოსახლეობასთან ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.