სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ და რუსეთმა ჟენევაში ცალკე შეხვედრა გამართეს
ჟენევაში მოლაპარაკებების ძირითადი რაუნდის შემდეგ, უკრაინამ და რუსეთმა ცალკე შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც იტყობინებიან, შეხვედრას ორივე დელეგაციის ხელმძღვანელები, რუსტემ უმეროვი და ვლადიმერ მედინსკი, ასევე დავით არახამია ესწრებოდნენ.
მოლაპარაკებები დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა, თუმცა მათი საუბრის თემა უცნობია.