ზუგდიდის მერმა ქალაქის ქუჩებში ქალბატონებს დედის დღე თაიგულებით მიულოცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, თაზო ფაცაციასთან ერთად დღეს ქალაქის ქუჩებში დედის დღე ქალბატონებს თაიგულებით მიულოცა.

“გაზაფხულის პირველი დღესასწაულია 3 მარტი, დედის დღე. ვულოცავ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას. ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და, რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების აღზრდას. შვილებს კი ვუსურვებ, ჰქონდეთ უნარი სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

საქართველოში დედის დღ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. ამ დღეს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები