მაიკ პენსი: კორონავირუსი შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე, ან 2021 წლის დასაწყისამდე არ იყოს
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ინფორმაციით, COVID-19-ის სამკურნალო საშუალებები, შესაძლოა, უკვე ზაფხულისთვის იყოს ხელმწისაწვდომი. ამის შესახებ პენსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო 6 კვირაში ვაქცინის სამედიცინო ცდები დაიწყება.
„ცდების ბუნებიდან გამომდინარე, ექპერტებმა აგვიხსნეს, რომ ვირუსი შესაძლოა, არ იყოს ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისამდე, მაგრამ მედიკამენტები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულებს დაეხმარება, შესაძლოა, ამ ზაფხულისთვის ან ადრეული შემოდგომისთვის გახდეს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა პენსმა.