თამარ მახარობლიძე: ერთი პარტიის პოლიტიკური გეგმებისთვის კონსტიტუციური სტაბილურობის მსხვერპლად გაღება ნამდვილად არ ღირს

დემოკრატიულია როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული და შერეული საარჩევნო სისტემები. ამ უკანასკნელის უპირატესობაში კი სწორედ დღევანდელო ოპოზიცია გვარწმუნებდა წლების წინ, – ამის შესახებ სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ერთი პარტიის კონკრეტული პოლიტიკური გეგმებისთვის კონსტიტუციური სტაბილურობის მსხვერპლად გაღება ნამდვილად არ ღირს.

“ვერც ჩვენ ვერ გავიგეთ, რატომ არის ცუდი და არც არავინ ცდილობს, რომ აგვიხსნას. იქნებ იმიტომ, რომ ამის არგუმენტი არ არსებობს. დემოკრატიულია როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული და შერეული საარჩევნო სისტემები. ამ უკანასკნელის უპირატესობაში კი სწორედ დღევანდელო ოპოზიცია გვარწმუნებდა წლების წინ. კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონი ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო არ უნდა იცვლებოდეს. ერთი პარტიის კონკრეტული პოლიტიკური გეგმებისთვის კონსტიტუციური სტაბილურობის მსხვერპლად გაღება ნამდვილად არ ღირს. ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში, ხალხის მხარდაჭერა განაპირობებს არჩევნების შედეგებს, რაც საბოლოოდ საერთო სიკეთეს ემსახურება,” – წერს თამარ მახარობლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები