გრიგოლ ვაშაძე მოთხოვნებს აჟღერებს – პროპორციული ან პროპორციულთან დაახლოებული არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება
მაქსიმალურად პროპორციული ან პროპორციულთან დაახლოებული არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციის მოთხოვნებზე საუბრისას განაცხადა.
ვაშაძემ ის ძირითადი მოთხოვნები დაასახელა, რაც მისივე თქმით უცვლელია.
„იპოზიციის მხრიდან რჩება ზუსტად იგივე მოთხოვნები – მაქსიმალურად პროპორციული ან პროპორციულთან დაახლოებული არჩევნები, უპირობო გათავისუფლება პოლიტპატიმრების და იმ წარმოებული საქმეების შეწყვეტა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციის თვალში არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნა,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 130/20-ზე პროპორციულობის პრინციპს თუ დაეთანხმება, პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან ოპოზიციას, რომ მას დათანხმდეს.