დავით ზალკალიანი: საქართველო აშშ-სა და „თალიბანს“ შორის ხელმოწერილ შეთანხმებას მიესალმება, როგორც ისტორიულ ნაბიჯს ავღანეთში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის
საქართველო მიესალმება აშშ-სა და „თალიბანს“ შორის ხელმოწერილ შეთანხმებას, როგორც ისტორიულ ნაბიჯს ავღანეთში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“ წერს და 29 თებერვალს, აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეხმაურება.
„საქართველო მიესალმება აშშ-სა და „თალიბანს“ შორის ხელმოწერილ შეთანხმებას, როგორც ისტორიულ ნაბიჯს ავღანეთში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის. მშვიდობა და სტაბილურობა ავღანეთში კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის“, – წერს ზალკალიანი.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-სა და დაჯგუფება “თალიბანს” შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა. შეერთებული შტატები და ნატო-ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ მათი ყველა სამხედრო ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებს. ამის შესახებ “BBC” იტყობინება.
აშშ-სა და “თალიბანს” შორის შეთანხმება ყატარში გაფორმდა. ცერემონიას ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და “თალიბანის” ლიდერი ესწრებოდნენ. მხარეებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტი ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობის დამყარებას ხელს შეუწყობს.