“გავავრცელოთ უსაფრთხოება და არა შიში” – სალომე ზურაბიშვილი ავტობუსში (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებული კამპანია – #SafetynotFear! (უსაფრთხოება და არა შიში) დაიწყო. მის პირად “ინსტაგრამგვერდზე” გამოქვეყნებულია ფოტოები, რომლებშიც ის ავტობუსით მგზავრობის დროს არის დაფიქსირებული და სამედიცინო ნიღაბი უკეთია.
​„მოდით, გავავრცელოთ #SafetynotFear! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ უსაფრთხოება ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას და პასუხისმგებლიანობას“, – დასათაურებულია ფოტოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები