იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობის ანგარიში წარადგინა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ და მუნიციპალიტეტების მერებმა ორგანიზაციის მუშაობის სტრატეგიის, სამომავლო გეგმებისა და განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. სამეთვალყურეო საბჭომ, რომლის წევრები მუნიციპალიტეტების მერები არიან, წესდების თანახმად აღნიშნული სტრატეგია განიხილა. სამოქმედო გეგმა საერთო კრებაზე მიღებული რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით მტკიცდება.
“დღეს სამეთვალყურეო საბჭოს წარვუდგინეთ DMO Imereti-ს ხედვა და კონკრეტული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონში ტურიზმის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წინადადებები და ინიციატივები აღნიშნულ პროცესში, რადგანაც DMO Imereti-ს ტიპის ორგანიზაციის სწორი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა მყარი საკოორდინაციო სისტემის ჩამოყალიბება”, – განაცხადა DMO Imereti-ს ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა. DMO Imeret 2019 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა რეგიონში ტურისტული პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები