სულხან თამაზაშვილი ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ბათუმში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
“ბათუმი ევროპის ჩემპიონატს 19-26 აპრილს უმასპინძლებს. ტურნირში 45 ქვეყნის 350 ძალოსანი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი აჭარაში მეორედ იმართება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ტალახაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი თურმანიძემ გააცნეს,”- წერია ინფორმაციაში.