დავით ზალკალიანი: აფხაზ და ოს ძმებს რაიმე სახის დახმარება თუ სჭირდებათ, მზად ვართ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდზე მოძრაობის შეზღუდვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავრობა მზად არის საჭიროების შემთხვევაში აფხაზებს და ოსებს დახმარება გაუწიოს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი ურთიერთობების დაბლოკვის და ამ საკითხზე ვიყენებთ ყველა ფორმატს, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს, რომ მოხდეს განბლოკვა. თუკი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს რაიმე სახის დახმარება სჭირდებათ, იგივე, ამ ვირუსთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ ეს. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, ამიტომ ამას მსგავსი სახის დაკეტვა არ უშველის, ამას კოორდინაცია სჭირდება, რომლის მზაობაც ჩვენ გვაქვს”,- განაცხადა ზალკალიანმა.

​ცნობისათვის, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა შეზღუდა. გადასვლა მხოლოდ მათთვის არის დაშვებული, ვინც ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები