მიხეილ სააკაშვილი: აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები

ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები, ვირუსი ემუქრება ჯანმრთელობას, ეკონომიკას, რაც მეტი ზომა იქნება მიღებული მით უფრო ნაკლები იქნება ზიანი,- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების ფაქტს.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის ფაქტის დაფიქსირების მიზეზი არის ის, რომ საზღვრის დახურვა ხელისუფლებამ მინიმუმ ერთი კვირით დაიგვიანა.

“მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა არის ძალიან შეშფოთებული და მათ შორის ის, ვინც იმარაგებს პროდუქტებს.
ხალხი არ ენდობა სისტემას, ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი არიან დაცული.
სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად 2008 წელს, ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა მიახლოებითაც კი ასეთი რამე იმიტომ, რომ მაშინ იყო ნდობა და ახლა არ არის ნდობა. ამას აქვს მიზეზები.
მიზეზი არის ის, რომ საზღვრის დახურვა, საქართველოს ვაი ხელისუფლებამ დაიგვიანა მინიმუმ ერთი კვირით!

როდესაც გაჩნდა პირველი შემთხვევები ვირუსის, პრაქტიკულად ჩვენს მეზობელ ირანში, რომელთანაც გვაქვს აქტიური მიმოსვლა, დახურეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საერთაშორისო რეკომენდაციები მოვიდა ეს იყო გვიანი. უნდა დაეკეტათ საზღვრები, რისი მეშვეობითაც ხალხი ირანიდან შემოდიოდა. მისაღებია ზომები.
ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები. ვირუსი ემუქრება ჯანმრთელობას, ეკონომიკას. რაც მეტი ზომა იქნება მიღებული მით უფრო ნაკლები იქნება ზიანი.

ლუგარის ლაბორატორია რომ არის, ეს არის მართლაც სასწაული, რომ მსოფლიოში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები