ცხინვალმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან კორონავირუსის საფრთხის გამო ე.წ. საზღვარი ჩაკეტა
ე.წ. სამხრეთ ოსეთი, კორნავირუსის საფრთხის გამო, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ყველა ე.წ. გამშვებ პუნქტს კეტავს.
ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ პრევენციული ზომები, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების არიდებას უკავშირდება. ყველა პუნქტი შემდგომ განკარგულებამდე იქნება ჩაკეტილი”.