ორშაბათიდან იაპონიაში ყველა სკოლა დაიხურება
იაპონიაში 2 მარტიდან საგაზაფხულო არდადაგების დაწყებამდე, კორონავირუსის საფრთხის გამო, ყველა სკოლა დაიხურება.
შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრემიერმა სინძო აბემ გასცა.
“უმთავრესია ბავშვების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ, ფართომასშტაბიანი ინფექციის რისკისთვის უნდა მოვემზადოთ”,-აღნიშნა პრემიერმა.
იაპონიაში საგაზაფხულო არდადაგები 26 მარტიდან – 6 აპრილამდე გრძელდება.
მანამდე ჰოკაიდოსა და ქალაქ ოსაკას სკოლები ორი კვირით დაიხურა.
გარდა ამისა, ქვეყანაში 29 თებერვლიდან 8 მარტამდე ყველა თეატრებში სპექტაკლები გაუქმდება.
იაპონიაში კორონავირუსის 900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათი უმრავლესობა საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზეა. ქვეყანაში ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათგნა 4 ლაინერზე.