გორის მუნიციპალიტეტის 27 სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოები გრძელდება

გორის მუნიცილაპიტეტის სოფლებში აძვში, ქვეშში, ქვემო არცევში, მუმლაანთკარში, ახალუბანში, ახრისში, ციცაგიაათკარში, ჯარიაშენში, კარბში, ქერეში, ფხვენისში, ქვემო ხვითში, შინდისში, ყელქცეულში, თედოწმინდშა, ტინისხიდში, ოთარშენში, ბროწლეთში, ტირძნისში, არაშენდაში, საქაშეთში, ვარიანის მეურნეობაში, ახალდაბაში, ვარიანში, ხიდისთავში (2 უბანი), ზეღდულეთში (2 უნაბი), ახალსოფელში 2020 წელს  ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, გარეგანათების მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება.

სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი 19 თებერვალს გამოაცხადა. შესყიდვის ჯამური ღირებულება 698 725 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს.

2020 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, 31 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც,დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერები გამოცხადდება.

პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც  მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად გადანაწილდა, 2 800 000 ლარს შეადგენს.

„სამოქალაქო ბიუჯეტი“ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. მოქალაქეები თვითონ წყვეტენ რაში უნდა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი  თანხა.

პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში მეხუთე წელია ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები