ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს, ეპიდემიის საფრთხე არ არის

ვარწმუნებ მოსახლეობას, ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს,-ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან გუშინ ღამით კარანტინში მოათავსეს 13 პაციენტი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან.

„გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ინფიცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან ხუთი არის იტალიიდან, ერთი არის იტალიის მოქალაქე და ოთხი ქართველი, ხუთი არის ირანიდან, ერთი არის ქართველი, დანარჩენი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ ა და ამ დროისთვის გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ კარანტიში მოთავსება მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან, ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათ შესაფერისი პირობები ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს მობილიზებული საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია ბათუმში,ასევე ქუთაისში, არის რამდენიმე საავადმყოფო თბილიში“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები