ბოლნისის მერი მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

ბოლნისში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დისველის, მამხუტის, ქვემო არქევანის, ზემო არქევანისა და ხატავეთის მოსახლეობას შეხვდა.

სოფელ დისველის მოსახლეობასთან მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება. მამხუტში, ქვემო და ზემო არქევანში გარე განათების ქსელი მოეწყობა, ხოლო ხატავეთში სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოწესრიგდება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს.

პროგრამის ფარგლებში, ჯამში წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები