თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

თელავში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელისა და ევრაზიის პროგრამების რეგიონალურ დირექტორ ლორა ჯუიტის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობს. 2020 წლის ბიუჯეტის შემუშავების დროს NDI-ს წარმომადგენლების რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომლებიც გათვალისწინებულია მთავარ საფინანსო დოკუმენტში. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. მესამე სექტორისა და ხელისუფლების თანამშრომლობა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ არსებული გამოწვევები რაც შეიძლება დროის მოკლე მონაკვეთში დავძლიოთ“, – განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები