ზუგდიდის ტექნოპარკში აგრობიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

USAID- ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია აგრობიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ გამოცხადებული ახალი მიმართულების -„გრანტები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებით ჯაჭვში ინოვაციური ცვლილების წასახალისებლად“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, საგრანტო პროგრამის მიზანია, მოიძიოს და დააფინანსოს ინოვაციური იდეები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ შერჩეულ ერთ, ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვზე.

მისივე თქმით, გრანტები განკუთვნილია USAID-ის მიერ სასოფლო-სამეურნეო წარმოების მნიშვნელოვანი და სწრაფი ცვლილებების სტიმულირებისთვის.

შეხვედრას,ზუგდიდის ტექნოპარკში აგრობიზნესის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები