გომისმთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთხმად დაეთანხმა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად მოიწონეს საკითხი დაბა გომისმთის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ. ეს საკითხი საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება და შეიქმნება ახალი ადმინისტრაციული ერთეული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში – დაბა გომისმთა. ეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 30-ე ადმინისტრაციული ერთეული იქნება.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში აცხადებს, ეს საკითხი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, მოიწონა საკითხი დაბა გომისმთის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ.
მომზადებულია კურორტ გომისმთის გენერალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს კერძო საკუთრების რეგულირებას. საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც აუცილებელია ინფრასტრუქტურისთვის. დავარეგულირებთ დღეს არსებულ ქაოტურ მდგომარეობას. მისცემს კურორტს სწორ, გრძელვადიან განვითარების შესაძლებლობას. გეგმით გათვალისწინებულია მეზობელ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის საკითხებიც, ვფიქრობ, რომ ჩვენ შევქმნით იქ კარგ მუნიციპალიტეტთა შორის თანამშრომლობის პრეცენდენტს, კურორტის გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით.
ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი პროექტია. წაახალისებს როგორც კერძო საკუთრებას, ადგილობრივ ტურიზმს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის. ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ინვესტიციები“.- განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.
გომისმთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭება, რამდენიმე საკითხს მოაგვარებს, იქნება ეს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, თუ საკუთრების ხელშეწყობა. ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ალეკო მამეშვილი, კურორტზე ტურისტების გაზრდილ რაოდენობასაც ელოდება.
„საკრებულომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ეხებოდა მერიის მიერ ინიცირებულ საკითხს, კურორტი გომისმთისთვის დასახლების სტატუსის დაბა გომისმთად რეგისტრაციასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში კურორტზე ვერ მოხდა სტატუსის მინიჭების საკითხი. ეს პროცესი ხელს შეუწყობს რომ კურორტზე გაჩნდეს მესაკუთრეები, განხორციელდეს ის ინფრასტრუქტრული სამუშაოები, რომელიც დაგეგმილი აქვს მუნიციპალიტეტს და სახელმწიფოს ამ ტერიტორიაზე. თავად რეგისტრაციის პროცესი საშუალებას მისცემს, რომ მიღებული და მომზადებული განაშენიანების მიწათსარგებლობის გეგმა დამტკიცდეს საკრებულოზე და შემდგომ განხორციელდეს.
ბოლო პერიოდში იმ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებული, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მესაკუთრეები ახორციელებენ. შედეგი იქნება უკვე გაზრდილი ტურისტების რაოდენობა, ყოველწლიურად იზრდება ვიზიტორების და ტურისტების რიცხვი. ეს პროცესი საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტად შევთავაზოთ დაინტერესებულ ადგილობრივ, თუ უცხოელ ვიზიტორებს კურორტზე ამობრძანება და ახალი ობიექტების მშენებლობა. გაჩნდება კვების ობიექტები, მომსახურების სფერო განვითარდება, შუქის და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პრინციპი არის საინტერესო, თვითონ კურორტს აქვს დიდი ხნის ისტორია, 1931 წლიდან არის ამ კურორტის შესახებ წყაროებში ინფორმაცია. თვითონ სახელდებაც არის ისტორიული – გომისმთა.
დღეიდან დაიწყო ეს პროცესი, რომელიც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში დასრულდება ახალ სეზონს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შეხვდება განახლებული ტურისტული და დასასვენებელი ადგილით, დაბა გომისმთის სახით“.- აღნიშნა ალეკო მამეშვილმა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას ისტორიულ მნიშველობად აფასებს ფრაქცია „ოზურგეთის მომავლისთივის“ თავმჯდომარე ლევან მგელაძე.
“ხმამაღლა ნათქვამად თუ არ ჩამეთვლება, დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის. როგორც იქნა, დაიწყო პროცესები კურორტ გომისმთასთან დაკავშირებით. დღეს მოვიწონეთ მუნიციპალიტეტის მერიის წარმოდგენილი საკითხი, რომ გომისმთას მიენიჭოს დაბის სტატუსი. ჩვენ გვექნება ერთი სრულფასოვანი კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. რომელიც ინვესტიციების სახით დიდ შემოსავალს შემოუტანს როგორც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ისე სიკეთეებს შეუქმნის მოსახლეობას“,- ამბობს მგელაძე.