საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში სკოლის მოსწავლეებმა პერფორმანსი გამართეს

ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის გალერეაში სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. აქვე მოეწყო “არა ოკუპაციას” გამოფენა, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ნახატები წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოებას პერფორმანსი შესთავაზეს.
“ყოველწლიურად ვიხსენებთ ამ დღეს, ის რაც ამ ადამიანებს გადახდათ, არ იყო ადვილი, მათ, როცა ივანე ჯავახიშვილი ხელში კალმის აღებისკენ მოუწოდებდა, იარაღი აიღეს ხელში, საქართველო, სამშობლო მათთვის უპირველესი იყო, ვისურვებდი, რომ ეს დღე არასოდეს არ განმეორდეს”, – ამბობს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე შორენა სიხარულიძე.

შეხვედრის ორგანიზატორი ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის განათლების და გენდერული საკითხების განყოფილება იყო. მათ მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

ცნობისთვის, 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები