უკრაინის პრეზიდენტი მინისტრებს ხელფასების ჩამოჭრით დაემუქრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას, ორი თვის განმვალობაში, მეშახტეების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების გადახდა დააკისრა.

მისი თქმით, თუ ეს არ მოხდა, მინისტრები ხელფასების გარეშე დარჩებიან.

“ძალიან გთხოვთ, უახლოესი ორი თვის განმავლობაში, მარტ-აპრილში, მეშახტეების წინაშე არსებული ყველა დავალიანება დაფაროთ. ერთ დღესაც თუ გადავაცილებთ, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, მთელი მთავრობა ამ თვეების განმავლობაში ხელფასების გარეშე დარჩეს”, -განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები