გია აბაშიძე: 9 აპრილის მემორიალთან ნაცმარგინალების იაფფასიანი მინი წარმოდგენები და ვითომ ამ დღის მიტაცების მცდელობა ამაზრზენია – “ნაცობასა” და ადამიანობას შორის უღრმესი უფსკრულია
“პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან ნაცმარგინალების იაფფასიანი მინი წარმოდგენები და ვითომ ამ დღის მიტაცების მცდელობა ამაზრზენია. მათი სპეკულაციები პატრიოტიზმზე ოქსიმორონია”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ ადამიანი არ არის ანტიქართველი, ზნედაცემული, ის ფიქრითაც არასდროს გაბედავს ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპული გმირების სახელებით სპეკულირებას სექტანტური დღის წესრიგის წინ წასაწევად.
“პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან ნაცმარგინალების იაფფასიანი მინი წარმოდგენები და ვითომ ამ დღის მიტაცების მცდელობა ამაზრზენია; მათი სპეკულაციები პატრიოტიზმზე ოქსიმორონია.
თუ ადამიანი არ არის ანტიქართველი, ზნედაცემული, ის ფიქრითაც არასდროს გაბედავს ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპული გმირების სახელებით სპეკულირებას სექტანტური დღის წესრიგის წინ წასაწევად, მაგრამ “ნაცობასა” და ადამიანობას შორის უღრმესი უფსკრულია.
უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს საქართველოსთვის განწირულთა სპეტაკ სულებს!”- წერს გია აბაშიძე.