ბლის ინტენსიური ბაღების მართვის თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ სემინარი თემაზე – „ბლის ინტენსიური ბაღების მოვლის აგროტექნოლოგიური კომპონენტები“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარს უძღვებოდა ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი, პროფესორი ზვიად ბობოქაშვილი. შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ბლის ინტენსიური წარმოების თანამედროვე მიდგომები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც ახალ, ისე უკვე აპრობირებულ ჯიშებს, რომლებიც კვლევითი ცენტრის მიერ რეკომენდებულია ფერმერებისთვის ადგილობრივი აგროკლიმატური პირობების გათვალისწინებით. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბაღის სწორად დაგეგმვის მნიშვნელობაზე, მათ შორის დამამტვერიანებელი ჯიშების ოპტიმალური განლაგების სქემებზე, რაც ნაყოფის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

სემინარზე განიხილეს ბლის ინტენსიური ბაღების მართვის მნიშვნელოვანი აგროტექნოლოგიური ასპექტები, მათ შორის სხვლა-ფორმირების პროგრესული მიდგომები, ფოთლოვანი კვების გამოყენება და მოვლის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საძირეების სწორ შერჩევასა და მცენარის ზრდის რეგულატორების გამოყენების თანამედროვე პრაქტიკას, რაც ხელს უწყობს ბლის ინტენსიურ ბაღში მცენარის ფიზიოლოგიური პროცესების მართვასა და მოყვანილი ხილის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ონლაინ სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები