ნინო ფოჩხუა: ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია – ვინ მისცა უფლება ერთ მუჭა ხალხს აუკრძალონ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა
“ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც სამშობლო, არც ქვეყნისთვის დაღუპული გმირები და არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია,”- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა 9 აპრილის მემორიალთან მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს.
ფოჩხუა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებზე ამბობს, ვინ მისცა მათ უფლება საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა აუკრძალონ.
“ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც სამშობლო, არც ქვეყნისთვის დაღუპული გმირები და არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია. ან რატომ გაათენეს სანთლებით ხელში, ეს ხომ ფარსია, რაც დღეს დაამტკიცეს კიდეც, შექმნეს აურზაური, როცა ხელისუფლება გამოჩნდა. ვინ მისცა უფლება ერთ მუჭა ხალხს აუკრძალონ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, მადლობა უთხრან ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” აგრესიაზე პასუხს რომ არ ღებულობენ, თუმცა თმენაც არის და თმენაც, ნუ ცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას.”- წერს ნინო ფოჩხუა.