“დღეს, ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ” – ლიეტუვის საგარეო უწყება
“დღეს, ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ. ლიეტუვა პატივს მიაგებს იმ ადამიანების სიმამაცესა და თავგანწირვას, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავ იბრძვიან დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით ადამიანი კი დაშავდა და გაზით მოიწამლა.