“მსგავსი შეხვედრები ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი“ – პაატა კოკაია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.

საუბარი შეეხო ტურიზმის გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხება.

შეხვედრის მნიშვნელობაზე „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ ისაუბრა.

„მსგავსი შეხვედრები ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი. სიტუაცია რთულია, ჩვენი ბრალი არ არის, ეს გლობალური პრობლემაა, მეზობელ ქვეყნებში ომია. შეხვედრაზე ჩვენი გულის ტკივილი გავუზიარეთ. ერთ-ერთი წინადადება, ჩვენ დავაყენეთ ის, რომ ამ მდგომარეობაში დაახლოებით 100 ლარად ვყიდით ნომერს, მაშინ როცა სქიპასი 100 ლარი ღირს. ჯერ კიდევ ორი კვირაა სეზონის დასრულებამდე. სეზონი გადასარევია, სასრიალო თოვლია“,-აცხადებს პაატა კოკაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები