კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, კორბოულის, ნიგვზარისა და შომახეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გაიმართა.  მოსახლების გადაწყვეტილებით, სოფელ კორბოულიშიჩიჩინას” გორაზე შინმოუსვლელთა მემორიალთან, სკვერში, დასასვენებელი ფანჩატურის მოწყობა გადაწყდა, რომლისთვისაც 20 000 ლარი გამოიყო.

საუბნო გზები მოიხრეშება სოფელ ნიგვზარაში, რისთვისაც 16 000 ლარია განსაზღვრულია. ასევე, საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყდა სოფელ შომახეთშიც, რომლისთვისაც 16 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები