მედია: ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გარდაიცვალა

ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი, კაიროში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “ალ-იუმ ას-საბია”ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ჰოსნი მუბარაკი ეგვიპტეს პრეზიდენტის თანამდებობას 1981–2011 წლებში იკავებდა.

თანამდებობა პრეზიდენტ ანვარ ალ-სადათის მკვლელობის შემდეგ დაიკავა. იგი მუჰამედ ალი ფაშას შემდეგ, ეგვიპტის ყველაზე ხანგრძლივად მმართველია.

2011 წლის 11 თებერვალს ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ეგვიპტეს 30 წლის განმავლობაში მართავდა, გადადგა და ძალაუფლება არმიას გადასცა. ხელისუფლება სამხედროების ხელში გადავიდა.

2012 წლის 2 ივნისს კაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუბარაქს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. იგი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მკვლელობაში იყო დადანაშაულებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები