ემიგრანტები: დადგა დრო, ემიგრაცია გააქტიურდეს და საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ -პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს (ვიდეო)
მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, ემიგრაცია მაქსიმალურად გააქტიურდეს და საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ნიუ-იორკში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელმა, ასოციაცია „თვისტომის“ დამფუძნებელმა ნიკა ჩხეიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია” იქმნება, რომელიც ღია იქნება სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ყველა ქართული დიასპორული ორგანიზაციისთვის.
ნიკა ჩხეიძესთან ერთად კოალიციის შექმნისა და ქართველი ემიგრანტების პრობლემების შესახებ „ბერლინის ქართული სახლის“ ხელმძღვანელმა თამარ შალამბერიძემ, „დიასპორების ინვესტიციების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, გიორგი მელაშვილმა და დიასპორის სახლის წარმომადგენლემა იტალიაში მანანა ჯინჭარაძემ ისაუბრეს.
ნიკა ჩხეიძის თქმით, დიასპორების წარმომადგენლებმა დიასპორული ორგანიზაციების კოალიციის კონცეფცია გუშინ გუშინ პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
„სამი საკითხი გვქონდა გატანილი ამ შეხვედრაზე. პირველი საკითხი ეხებოდა ჩვენს კონცეფციის პრეზენტაციას – „ ძლიერი სათვისტომო ,ძლიერი საქართველო“ , მეორე საკითხი ეხებოდა გაერთიანებული დიასპორული ორგანიზაციების შეთავაზებებს ხელისუფლებისადმი და მესამე ნაწილი გახლდათ ქართული დიასპორული კოალიციის პრეზენტაცია. მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, ემიგრაცია მაქსიმალურად გააქტიურდეს და ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ -პოლიტიკურ პროცესებში“- განაცხადა ნიკა ჩხეიძემ.
„დიასპორების ინვესტიციების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარის, გიორგი მელაშვილის განცხადებით, რომელიმე , კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭრაზე საუბარი არ არის.
„ნამდვილად არ გვიფიქრია რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე. თუ ემიგრაცია გადაწყვეტს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩარევას ვინმეს სასარგებლოდ, ეს იქნება ემიგრაციის სასარგებლოდ. არა მარტო ემიგრაცია არ არის ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებსაც არ აინტერებს ემიგრაცია. მოდით მასმედიაზე ვილაპარაკოთ, როდის ხდება აქტუალური ემიგრაციის თემა ქართულ ჟურნალისტიკაში? თუ ვინმეს დაიჭერენ, თუ ვინმე ვინმეს მოკლავს, თუ ვინმეს გაქურდავენ „- განაცხადა მელაშვილმა.