WHO: ჩინეთში COVID 19-ის განმეორებითი აფეთქების საფრთხე მაღალია

ჩინეთში კორონავირუსის განმეორებითი აფეთქების საფრთხე აღმოფხვრილი არ არის და ყველაზე სარისკოა, ამ ეტაპზე, თვითდამშვიდება და რწმენა იმის, რომ პნევმონია დამარცხებულია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ, ბრიუს ეილვარდმა განაცხადა.

“მთავარია, არ მოდუნდეთ, როდესაც ხედავთ, რომ დაავადებულთა რიცხვი კლებულობს. კორონავირუსი შეიძლება დაბრუნდეს და ისევ დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწიოს”, – განაცხადა ეილვარდმა პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, ჩინეთი, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, საფრთხის ქვეშ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ კაცობრიობა ინფექციის სრულიად ახალ სახეობას ებრძვის, რომლისგან იმუნიტეტი არავის არ აქვს გამომუშავებული.

ეილვარდი ამბობს, რომ ჩინეთში აფეთქებასთან გამკლავება, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ტიტანური ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

ექსპერტი ჩინელ კოლეგებს ეთანხმება იმაში, რომ ახალი კორონავირუსი გარემოს პირობებთან არის ძალიან ადაპტირებული და ხშირად არაპროგნოზირებადია, “თავად აზრი იმის შესახებ, რომ ვირუსი უკვე დამარცხებული – საფრთხის მატარებელია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები