აზერბაიჯანი ირანიდან ავიარეისებს არ აუქმებს

აზერბაიჯანი ირანიდან და პირიქით, ავიარეისების გაუქმებას, ამ ეტაპზე, არ გეგმავს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ავიახაზების პრეზიდენტმა, ჯაჰანგირ ასკეროვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ლოუკოსტერი Buta Airways ბაქო-თეირანი-ბაქოს მიმართულებით ყოველდღიურ რეისებს ასრულებს და მომავალშიც საშტატო რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

„ასევე ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი, ისევე როგორც აზერბაიჯანის სხვა აეროპორტები, ავიაკომპანია İran Air-სთვის არავითარ შეზღუდვებს არ დააწესებენ“,-აღნიშნა ასკეროვმა.

ამასთან, ირანიდან აზერბაიჯანში ჩამფრენილ ადამიანებს ვირუსზე გამკაცრებული შემოწმების გავლა მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები