შსს-ში პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსში პოლიციის მობილიზების მიზეზს განმარტავენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან პატრულის მობილიზების მიზეზს განმარტავს და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი.

„პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები