24 თებერვალი

11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაცია „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ხვალიდან „იურიდიული დახმარების სამსახური“ იწყებს საინფორმაციო კამპანიის – „შენი უფლება 18 წლამდე“ განხორციელებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით იურისტები საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან შეხვედრებს გამართავენ თემებზე: ბავშვთა უფლებები, ბულინგი, დისკრიმინაცია, ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა, ოჯახში ძალადობა.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, „საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი იაშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა. არსებობს , თუ არა შეტევის განმეორების საფრთხე საარჩევნო წელს და რამდენად მზადაა ქვეყანა კიბერშეტევებთან გასამკლავებლად. როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ ჰიბრიდულ ომში.
სახიფათო მობილური აპლიკაციები და რეკომენდაციები მოქალაქეებს.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო: 593 53 45 24

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები