გიორგი გახარია: ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ, ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო

ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, პარლამენტის არსებულმა შენობამ უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა.

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები