სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, რეგიონული შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონში ჩატარდა
საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები მიმდინარეობს. გორში შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩატარდა, რომელზეც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარდგენა მოხდა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით, შიდა ქართლი რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა მიმართეს.
„სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომლიც მოიცავს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას. პროგრამებისა და პროექტების შესახებ ფერმერთა ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობა“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა
შიდა ქართლის რწმუნებულის თქმით, “ფერმერებისა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარება შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამების სარგებლიანობის კუთხით შიდა ქართლი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მცირე ბიზნესისა და წარმოების განვითარებას. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია თითოეული დაინტერესებული პირისთვის, რათა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და სწორად დაგეგმონ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამომავლო საქმიანობა”.
სოფლად მცხოვრები მოსახლების მხარდაჭერის მიზნით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში 31 ახალი საწარმო ამოქმედდა.