დავით ჩიხელიძე: საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს

“საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს. რამდენიმე დღის წინ კი გამოქვეყნდა სარეიტინგო კომპანია „Fitch”-ის რეიტინგი, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა”, – ამის შესახებ ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს.

ჩიხელიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია რომ გაზრდილია, ადგილობრივი წარმოების ექსპორტი, რაც ადგილობრივი წარმოების ზრდას და ახალი გასაღების ბაზრების შექმნას ნიშნავს:

“Fitch”-ის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ, ასევე მნიშნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სუსტი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ექსპორტი გაიზარდა.

დღეს გამოქვეყნებულმა საქსტატის მონაცემებმა კი „Fitch”-ის კვლევა დაადასტურა. როგორც გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, 2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. ზრდა არის ექსპორტის კუთხით, მნიშვნელოვანია რომ გაზრდილია, ადგილობრივი წარმოების ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) რაც ადგილობრივი წარმოების ზრდას და ახალი გასაღების ბაზრების შექმნას ნიშნავს. ასევე შემცირებულია საგარეო ვაჭრობის დეფიციტი.

აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ქვეყანას აქვს ჯანსაღი ეკონომიკა, რომელიც არის მზარდი და ღირსეულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს,”- აღნიშნა დავით ჩიხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები