“მინდა მადლობა ვუთხრა შსს-ს კიბერდანაშაულის განყოფილებას”
“გუშინ დავწერე პოსტი, თუ როგორ გადარიცხა ვიღაც გარეწარმა, ჩემი ანგარიშიდან 400 ლარი კრისტალბეთზე. ამ პოსტს იმიტომ ვწერ რომ, მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტრო (კიბერდანაშაულის განყოფილებას)”, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი “ფეისბუქ” მომხმარებელი თამთა გოგუაძე და ყურადღებისთვის მადლობას ასევე ერთ-ერთ ბანკს უხდის.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და უკვე ბევრი დეტალია ცნობილი.