გიორგი კოხრეიძე: სამი თვეა ტელევიზიის თანამშრომლები ჩემს წინააღმდეგ არიან განწყობილნი, თუმცა ყველა ბრალდებას დასტური სჭირდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ,,რეგიონულ კვირასთან” ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. დირექტორის თქმით, ყველა ბრალდებას დასტური სჭირდება. იგი აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების დამოკიდებულებას არ იზიარებს.
,,სამი თვეა ტელევიზიის თანამშრომლები ჩემს წინააღმდეგ არიან განწყობილნი, თუმცა ყველა ბრალდებას დასტური სჭირდება. რაც შეეხება საინფორმაციოს უფროსის მოადგილის შტატის გაუქმებას, მინდა გითხრათ, რომ არც ერთ წამყვან მედიაში არ არსებობს მსგავსი თანამდებობა. გაუქმება არ ქმნის ტრაგედიას, პოზიციაზე დასაქმებული პირი კი სხვა თანამდებობას დაიკავებს. ტელევიზიაში ფინანსური კუთხით დაწყებულია მოკვლევა და ამ მიმართულებით დარღვევები არის თუ არა მალე გახდევა ცნობილი. კანონდამრღვევს კი შესაბამის სამსახურებთან მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება”, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები გიორგი კოხრეიძეს კრიტიკული ჟურნალისტების გათავისუფლებაში ადანაშაულებენ და საპროტესტო აქციებს მართავენ. 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიაში საინფორმაციოს უფროსის მოადგილის შტატი უქმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები