„ალტერნატივამ” რაც ილაპარაკა, სრული სიცრუეა“ – ბათუმის ინფექციურში ბრალდებებს პასუხობენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა“ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ზღვის დაბინძურებასა და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის აქტივისტების განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოს არ გააჩნია საკანალიზაციო სისტემა და სამედიცინო ნარჩენები ზღვაში პირდაპირ ჩაედინება, რაც მათი თქმით, გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
„ალტერნატივას“ ბრალდებას, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში პასუხობენ. კლინიკის დირექტორმა, ციური აბულაძემ „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ბრალდებები უსაფძვლოა, მისივე განმარტებით, კლინიკიდან ნარჩენები ყველანაირი სტანდარტის დაცვით გადის.
“ალტერნატივამ“ რაც ილაპარაკა არის სრული სიცრუე. ჩვენი ნარჩენები ყველა სტანდარტის დაცვით გადის და პროცედურა მკაცრად კონტროლდება. ისიც სიცრუეა, რომ ზღვაში ჩაედინება”,- განაცხადა ციური აბულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები