მოსკოვის წმინდა გიორგის ქართული ტაძრის ლიტერატურულმა დარბაზმა ონლაინშეხვედრას უმასპინძლა

მოსკოვის წმინდა გიორგის ქართული ტაძრის ლიტერატურულ დარბაზში პოეტ თემურ ჩალაბაშვილთან და არქეოლოგიის პროფესორ, ნოდარ ბახტაძესთან ონლაინშეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ფეისბუქგვერდზე „ლიტერატურული საფიხვნო“ ავრცელებს ინფორმაციას.
„მირქმის დღესასწაულზე, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მოსკოვის წმინდა გიორგის ქართული ტაძრის ლიტერატურულ დარბაზში დასრულდა ე.წ. კახეთის კვირეული და შედგა ვირტუალური, მაგრამ მაინც საოცრად თბილი ონლაინშეხვედრა მრავალთათვის საყვარელ პოეტ – თემურ ჩალაბაშვილთან და არქეოლოგიის პროფესორთან, ნოდარ ბახტაძესთან.
პოეტმა ლექსებით გამოხატა სიყვარული საქართველოს, პატრიარქისა და უბრალოდ ადამიანებისადმი. „ლიტერატურული საფიხვნოს“ წარმომადგენლებმა წაიკითხეს თემურ ჩალაბაშვილის გამორჩეული ლექსები. პროფესორმა ნოდარ ბახტაძემ გაგვაცნო ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნეკრესის ნაქალაქარის უახლესი კვლევები და გვესაუბრა ამ პირველ უდიდეს ქრისტიანულ ტაძარზე, რომელიც მიეკუთვნება IV-V საუკუნეების მიჯნას.
საფიხვნოს სახელით მადლობას ვუხდით ბატონ თემურ ჩალაბაშვილსა და ბატონ ნოდარ ბახტაძეს, ასევე ,შეხვედრის მასპინძლებს, ბატონებს – დიმიტრი კანდელაკსა და გია ადამიას“, – აღნიშნულია სტატუსში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები