თბილისის ზღვის წყალმიმღებ კვანძს და არხს რეაბილიტაცია უტარდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.
თბილისის წყალსაცავის პატარა ზღვის წყალმიმღებ კვანძს და არხს რეაბილიტაცია უტარდება.
პროექტის ფარგლებში გაიწმინდა შემოვლითი არხი; გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა წყალმიმღები კოშკის გვირაბს და გალერეას; გადაიხურა და ფილებით მოპირკეთდა გალერეა; გალერეის გასწვრივ ნაპირები მოპირკეთდა რკინაბეტონის ფილებით.
სამუშაოები, რომელიც დასრულების ეტაპზეა კომპანიამ საკუთარი ძალებით 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.
ჩატარებული სამუშაოები ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.შედეგად, ქვემო ქართლში, 6000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.
პროექტის ღირებულებაა 338 ათასი ლარი.