აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებს.

ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს, თოვლის საფარის სიმაღლე 1,3 მეტრია. თორმეტი ადმინისტრაციული თემიდან 9 სრულად არის გაწმენდილი. 11 მიმართულებით იწმინდება გზები შუახევში. თოვლის საფარის სიმაღლე მაღალი ზონის სოფლებში 1,5 მეტრია.

ამ ეტაპზე 9 ადმინისტრაციული ერთეულიდან, სამი სრულად გაწმენდილია. ქედაში 9 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, გზა ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში გაწმენდილია. ხელვაჩაურში 9 მიმართულებით ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები. ინტენსიური ნალექის გამო შეზღუდულია ხილვადობა, ამინდის ცვლილების შესაბამისად დაემატება მიმართულებები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები